ევროკომისარი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა უზრუნველყოს

ევროკომისარი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა უზრუნველყოს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მუჟნიეკსის ანგარიშში, რომელიც 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება, საქართველოც მოხვდა.

"კომისარი მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმირების კუთხით მიღწევებს და დადებით ტენდენციებს, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. თუმცა, კომისარს აცნობეს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არაერთ შემაშფოთებელ ფაქტორთან დაკავშირებით. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევის, დანიშვნისა და გადაცემის გამჭვირვალობა", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული მიდგომების გამო ოპოზიციის წევრების მიმართ. ამასთან, კომისარი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შექმნას საჭირო პირობები იმისათვის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ეფექტურად შესრულდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."