რას დაგვპირდა თბილისის მერი და რა შეასრულა

რას დაგვპირდა თბილისის მერი და რა შეასრულა

უკვე ერთი წელი და რვა თვეა, რაც თბილისის მერის თანამდებობა დავით ნარმანიას უკავია. ალბათ ყველას გვახსოვს მისი საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, რომელსაც დღესაც ახსნებს მოსახლეობა დედაქალაქის მერს. ნარმანია თავისი 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამით მოსახლეობას პირდებოდა ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა საცობები, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩეხილი ქალაქი, პარკირების პრობლემა და ა.შ.

ALLNEWS.GE დაინტერესდა, თუ რა პროექტები განხორციელდა დავით ნარმანიას მერის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მისი საარჩევნო პროგრამიდან, ამ კითხვით მერიას მივმართეთ.

საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკითხი თბილისში პარკირების პრობლემას ეხებოდა. ნარმანია ამბობდა, რომ პარკირების პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის სხვადასხვა უბანში ხელს შეუწყობდა მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების (პარკინგის ადგილების) მოწყობას.

ამ კითხვაზე მერიის პასუხი ასეთია:

"არსებობს საცობების მართვის 5-პუნქტიანი გეგმა. ამ გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა 2016 წლისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომების (პარკინგის ადგილების) მოწყობა. ამ ეტაპზე, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის მიზნით, მიმდინარეობს 12 ლოკაციის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. კვლევა, ასევე, დამუშავდება საინვესტიციო წინადადების დონზე. დასრულებულ ვარიანტს ველოდებით აპრილის ბოლოს, რომლის საფუძველზეც მოხდება კერძო ინვესტორებისთვის წინადადების მომზადება და ინტერესთა გამოხატვა".

მოსახლეობის პრობლემად კვლავ რჩება მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საარჩევნო პერიოდში ნარმანიას დაპირება ამ საკითხსაც მოიცავდა, კერძოდ, მოწესრიგებულიყო სატრანსპორტო ქსელი, გაზრდილიყო სამარშუტო ტაქსების რაოდენობა და დაემატებინათ ახალი ავტობუსები, რა გაკეთდა დღემდე ამ კუთხით, მერიის პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."