12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლების დაუყოვნებლივ მიცემის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ საუბარია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლატვიის ქალაქ იურმალაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა. ასევე განაცხადეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაც.

"მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ მინიჭების აუცილებლობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაში მონაწილეობდნენ 12 ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელები დანიიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."