დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

დავით ნარმანია მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მისთვის თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

"თანამდებობის დატოვების განცხადებით ჯერჯერობით არავის არ მოუმართავს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბუნებრივი პროცესია. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საუბრისას დაადასტურა, რომ სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური ამჟამად შვებულებაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობა დატოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."