"შენ ხარ ძალიან დიდ შარში, ამაზე აგებ პასუხს" - დაპირისპირება "ნაციონალებსა" და ბოტანიკური ბაღის დირექტორს შორის

"შენ ხარ ძალიან დიდ შარში, ამაზე აგებ პასუხს" - დაპირისპირება "ნაციონალებსა" და ბოტანიკური ბაღის დირექტორს შორის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბაღს 4 ჰექტარი წაართვა, რაც კატეგორიულად უარყო თამაზ დარჩიძემ და განაცხადა, რომ "არანაირი გადაცემა არ მომხდარა".

იხილეთ დაპირისპირების ამსახველი კადრები

"შენ ხარ ძალიან დიდ შარში. ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა ეს?", - მიმართა მელიამ დარჩიძეს. თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მას წერილის "კარგად წაკითხვა" ურჩია.

"წაიკითხე რა წერია წერილში. წერილში წერია, რომ ბოტანიკური ბაღი თანახმაა საზღვრის კორექტირებაზე ფართის უცვლელად, რათა ბაღს მიეცეს მისი კოლექციის განვითარების შესაძლებლობა. ქვაღორღიან, აუთვისებელ ტერიტორიაში, სადაც 100 წელია კაცს ფეხი არ დაუდგამს, ჩვენ გავცვალეთ ხეხილის მცენარეთა კოლექცია", - აღნიშნა დარჩიძემ, რასაც მელიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: "რას იძახით, რომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ?"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."