"საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით ცესკოს 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება"

"საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით ცესკოს 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება"

"საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით, საარჩევნო ადმინისტრაციას შრომის ანაზღაურების ნაწილში დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება, ვიდრე ეს დაგეგმილია ბიუჯეტით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, გაიზარდოს საკომუნიკაციო, სატრასპორტო თანხებიც. "როგორც კი არჩევნები ინიშნება, ამ დროიდან უფლებამოსილმა პარტიებმა უნდა დანიშნონ წევრები, ცესკომ უნდა აირჩიოს დამატებითი წევრი საოლქო საარჩევნო კომისიაში - ეს არის 8 დამატებითი წევრი თითოეულ ოლქში. ამას ემატება კანონით განსაზღვრული კონკრეტული ჩანაწერი და მუხლი, როდესაც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ორმაგი თანამდებობრივი სარგო ითვლება ხელფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურება საარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტია, ვიდრე არასაარჩევნო პერიოდში. თუ ჩვენ ამას გავთვლით მაისის პერიოდიდან, დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტ თანხას მოითხოვს. ეს არის სახელფასო ნაწილი, შრომის ანაზღაურება საოლქო საარჩევნო კომისიების გაზრდილი შემადგენლობისთვის და კანონით დადგენილი ორმაგი თანამდებობრივი სარგოსთვის", - განმარტა თამარ ჟვანიამ.

ამასთან, ცესკო-ს თამჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოყალიბებულია, როგორც შემდგარი და კარგად მომზადებული, განვითარებული ინსტიტუცია, რომელიც "ნებისმიერ დღეს არის მზად არჩევნების კარგად ჩატარებისთვის".

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისისთვის დააანონსა. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა. თავის მხრივ, პრემიერმა პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების ივლისში გამოცემის თხოვნით მიმართა და როგორც განმარტა, ქვეყანას არ აქვს ფუფუნება საარჩევნო რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."