"ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს" - ლუკა კურტანიძე "ნაციონალურ მოძრაობას"

 "ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს" - ლუკა კურტანიძე "ნაციონალურ მოძრაობას"

"ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია", - აღნიშნული განცხადებით უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა.

კურტანიძემ სესიაზე წარადგინა წიგნი, სადაც დეპუტატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებია ასახული და "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს მისი გაცნობა ურჩია. ლუკა კურტანიძემ აღნიშნა ისიც, რომ "ქართული ოცნება" ამაყია იმით, რომ ერის კაცის თანამებრძოლია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ისტორია მეორდება ხოლმე. ამ ისტორიაში ხალხი თავს იმკვიდრებს ისე, რაც სახარბიელო არ არის. ჩვენი ოპონენტები და არამხოლოდ ჩვენი ოპონენტები - საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები - ბატონი აკაკი მინაშვილი, ქალბატონი თინათინი (ბოკუჩავა) გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ქვეყანა უფსკრულშია. ქალბატონო თინათინ, თქვენ ფიზიკურად ძალიან სათნო და ლამაზი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ იმ კოშმარს წარმოგვიდგენთ, რისი დავიწყებაც მთელს საქართველოს უნდა. მინდა ის ისტორია შეგახსენოთ, როცა ილია ჭავჭავაძეს თვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია. დღეს ერის კაცზე ამბობთ... 243-გვერდიანი წიგნია ქალბატონო თინათინ და თქვენ, ნადირაშვილო და ასე შემდეგ, დანარჩენებო - წაიკითხეთ, გადახედეთ. აი ეს სიკეთე, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, გადაამოწმეთ და დარწმუნედებით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე! ეს იყო 2012 წლამდე. ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, როცა ყველა წუთი საქართველოზე ფიქრზე, საქართველოსთვის კეთილ საქმეზეა გამიზნული. ჩვენ, "ქართული ოცნება" ამაყი ვართ იმით, რომ ვართ თანამებროლები, რომლებიც ერის კაცს აძლიერებს ამ ქვეყანაზე", - განაცხადა კურტანიძემ პარლამენტის სხდომაზე.

უმრავლესობის წევრის ამ განცხადებას უმცირესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილთან შელაპარაკება მოჰყვა. გოგორიშვილმა კურტანიძეს მეტი კორექტულობისაკენ მოუწოდა და სიტყვით გამოსვლა დაუწუნა, რაც ლუკა კურტანიძის გაღიზიანების მიზეზი გახდა. კამათი მალევე ამოიწურა.

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს

წელს "თბილისობა" არ გაიმართება - კახა კალაძე

LIVE - Newsroom-ის სტუმარია გიგი უგულავა