IRI - გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI - გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, რუსეთთან არსებული სიტუაციის გარდა, უმუშევრობის მაღალი დონე, გაუმართავი ინსფრასტრუქტურა და მზარდი კრიმინალი - ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ქართველებში ზრდის პესიმისტურ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

”გამოკითხულთა 70 %-ის თანახმად, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად”, - ნათქვამია კვლევაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."