გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება

ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა, როდესაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

პრემიერის განმარტებით, ამ საკითხს გააჩნია ორი განზომილება: ეს არის საკუთრების და სიტყვის თავისუფლების, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება.

"მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, როგორი მწვავეც არის ხშირად, თუნდაც არაობიექტური და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს "რუსთავი 2"-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის საშუალება.

ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედია კომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. ჩვენ შეგვიძლია სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, ვისურვებდი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების", - აღნიშნა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."