"ჩვენ უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება" - გიორგი კვირიკაშვილი

 "ჩვენ უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება" - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. "მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

"ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმ საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომლებზეც ყურადღება პატრიარქმა ეპისტოლეში გაამახვილა. "ყველაზე მთავარი, რითაც მთლიანად გამსჭვალული იყო ეპისტოლე, ეს არის თავმდაბლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის და თავმდაბლობის გზაზე გადის სხვისი არგანკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პატრიარქმა ქართველ ხალხს უთხრა. ეპისტოლე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პატრიარქმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება", - აღნიშნა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."