გოგლა ჟვანია - ”ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებში იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე წინა არჩევნებზე ჰქონდა

გოგლა ჟვანია - ”ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებში იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე წინა არჩევნებზე ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე მას წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს.

”მიზეზი ძალიან მარტივია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად - დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ”ნაციონალებს” გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა”, - განაცხადა ჟვანიამ.

მისივე აზრით, არჩევნებში მეორე ადგილზე ისევ ”ნაციონალური მოძრაობა” გავა და პარლამენტში დაახლოებით 15-17 დეპუტატით მოვლენ.

კითხვაზე, თავად მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ჟვანიამ განაცხადა, რომ პარტიაში საარჩევნო სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."