ლევან ბერძენიშვილი - მიდგომა, რომ თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის - დასაშვებია, თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია

ლევან ბერძენიშვილი - მიდგომა, რომ თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის - დასაშვებია, თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია

მიდგომა, თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის - დასაშვებია, ხოლო თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია, - ასე ეხმაურება ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს.

"მე ვხედავ ასეთ პრობლემას: - თუ ქიბროწაშვილი შეიძენს - კარგია, თუ შეიძენს ივანიშვილი - ცუდი. ეს არის მოქალაქის უფლების დისკრედიტაცია. ივანიშვილი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა. თუ კანონი არ იღვევა - იყიდოს, თუ ირღვევა - საერთოდ არ გაყიდონ და ვინც ყიდის, იმას მიხედონ - ივანიშვილი რა შუაშია? ვიღაცას დანაშაული ჰგონია ის, რომ მდიდარმა კაცმა ზებრა იყიდა. მე ეს ასე არ მგონია და ასე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. მე სახლში მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არის და ამის გამო ნუ დამიჭერთ!", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."