ირაკლი აბესაძე - როდესაც ივანიშვილმა ნაკვეთი კერძო საკუთრებაში მიიღო, ვალდებულება აიღო, რომ იქ არასდროს არაფერს ააშენებდა

ირაკლი აბესაძე - როდესაც ივანიშვილმა ნაკვეთი კერძო საკუთრებაში მიიღო, ვალდებულება აიღო, რომ იქ არასდროს არაფერს ააშენებდა

2007 წელს, როდესაც ივანიშვილმა ნაკვეთი კერძო საკუთრებაში მიიღო, ხელი მოაწერა და სამართლებრივი ვალდებულება აიღო, რომ იქ არასდროს არაფერს ააშენებდა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, "PALIთღANEჭშ"-ის გადაცემაში "3600" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის მერმა უკვე გასცა აღნიშნულ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მერიასა და ივანიშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და არის უხეში კანონდარღვევა. ირაკლი აბესაძე იურუდიულ დარღვევებზე მიუთითებს.

"ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში არავის უმსჯელია მისი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შესახებ. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკითხის დაყენების შემდეგ მოიფიქრეს სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი განმარტება, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილს ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ნაწილს - არა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. არ შეიძლება 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საზღვრების ასე მონაცვლეობა შესაბამისი დასკვნების, მათ შორის, აუდიტის დასკვნის გარეშე. 2007 წელს როდესაც ივანიშვილმა ეს ნაკვეთი კერძო საკუთრებაში მიიღო, ხელი მოაწერა და სამართლებრივი ვალდებულება აიღო, რომ იქ არასდროს არაფერს ააშენებდა. დღეს, თბილისის მერმა, უკვე 21 აპრილს გასცა სპეციალური ნებართვა სწორედ ამ ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვა, სადაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მერიასა და ივანიშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და ეს არის უხეში კანონდარღვევა", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან, ფრაქცია "ნაციონალური მოძაობა - თბილისის" თავმჯდომარე თანაინვესტირების ფონდის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ფონდის მხრიდან საზოგადოების აბუჩად აგდებაზე საუბრობს. "საზოგადოების აბუჩად აგდებაა, როდესაც თანაინვესტირების ფონდი საუბრობს, რომ ჩვენ იქ უნდა გავაკეთოთ საპიკნიკე ადგილები და ველობილიკები. საპიკნიკე ადგილი და ველობილიკი არ კეთდება კერძო საკუთრებაში, ის კეთდება საჯარო სივრცეში, ასე რომ, თუ ივანიშვილს სურდა საპიკნიკე ადგილების მოწყობა, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში და საჯარო სივრცეში შეეძლო გაეკეთებინა ეს და არ მიესაკუთრებინა ეს ნაკვეთი", - დასძინა ირაკლი აბესაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."