"თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

 "თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

"თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანისა" და "ბიზნესკურიერის" წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილს.

იხილეთ ვიდეო

შესაბამისი შეფასება ეკონომიკის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაყურებლებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მაჩვენებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა ციფრები, არამედ შედეგი აინტერესებს. ამასთან, "არჩევანის" წამყვანი ქუმსიშვილისგან დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა მის მიერ "აფრიალებული ფურცლები" და დასახელებული მაჩვენებლები იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისთვის 4 წლის წინ მიცემული დაპირებები შეასრულა.

"მე არ ვაფრიალებ ფურცლებს - მე ინფორმაციას ვაწვდი მოსახლეობას და ამიტომ მოგიწოდებთ კორექტულობისკენ. მეორე - 4 წლის წინ თქვენ ასეთ გადაცემებს აკეთებდით, როდესაც 300 ათასი უმუშევარი იყო? დღეს ხომ იმაზე ნაკლები უმუშევარია, ვიდრე 4 წლის წინ იყო? შესაბამისად, მაშინაც შეგეძლოთ ასეთი გადაცემა გაგეკეთებინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

იხილეთ| რა ხდებოდა გადაცემაში იქამდე, სანამ მინისტრს "ტექნიკური ხარვეზის გამო" ეთერიდან გაიყვანდნენ - ხმაურიანი "არჩევანის" სრული ჩანაწერი

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაცემულ პრემიებსა და ადმინისტრაციული შენობების რემონტზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნულს "სირცხვილი" უწოდა.

"სირცხვილია. რაზე მთხოვთ პასუხს? შეადარეთ - ჩემს წინამორბედ ეკონომიკის მინისტრს 15 თუ 17 ათასი ჰქონდა ხელფასი. რას მელაპარაკებით? თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე", - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა "არჩევანისა" და "ბიზნესკურიერის" წამყვანებს.

ასევე წაიკითხეთ: "მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."