ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

ვინ სიაში, ვინ - გარეთ? - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიების სავარაუდო კანდიდატები

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები. განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ მოხვდება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სიაში. უკვე სახელდება იმ ადამიანების გვარები, ვინც პარლამენტარობისთვის იბრძოლებენ.

დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მეორე ნომრად კი დავით სერგეენკო განიხილება. სიაში შესაძლოა მოხვდნენ "20/30"-ის ექსპერტები: მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე. "ინტელექტკლუბიდან" კი - გიორგი მოსიძე და ლაშა კილაძე.

გლდანი-ნაძალადევის რაიონში შესაძლოა კენჭი იყაროს ფეხბურთელმა მურთაზ შელიამ; გარდაბანში ახლახან არჩეულმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა; ტყიბულის რაიონში კი განათლების მინისტრის ახალგაზრდა მრჩეველმა ოთარ აბესაძემ. სავარაუდოდ, სიაში ვიხილავთ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს. როგორც ამბობენ, პარტია "ქართული ოცნებიდან" დღევანდელი დეპუტაციიდან ნახევარი სიაში, სავარაუდოდ, ადგილს შეინარჩუნებს. ამბობენ იმასაც, რომ პარტია "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა ვიხილოთ, ნაძალადევის ამჟამინდელი გამგებელი ზაზა გაბუნია.

საარჩევნო სიის გადახალისებაზე პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. "უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც მნიშვნელოვან წვლის შეიტანენ ქვეყნის რეფორმირების და სწრაფი განვითარების პროცესებში. ეს არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, არმაზ ახვლედიანის რჩევას კვირიკაშვილი და გაუშვებს თუ არა პარტიიდან "ბებერ ნიანგებს".

"მინდა ვუსურვო კვირიკაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან პარტია და მოახერხოს ჯანსაღი, დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შემოკრება. ასეთ შემთხვევაში, მის ლიდერობას პარტიაში აზრი ექნება, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ეს იქნება ისევ მოჯადოებულ წრეზე ყოფნა. ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ".

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."