ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
თქვენი აზრით, საითკენ უნდა იყოს მიმართული საქართველოს ორიენტირი?
მაინც რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში? ჩვენი...
 
ოქროს თევზი, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობის ზღაპარს...
 
XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებრიობის ყურადღება...
 
კალენდარი
« მარტი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
  
08:30 / 06-02-2010
"ვის სთავაზობს სააკაშვილი დაუცველ ცასა და ზღვას?"
Ambebi.Geბოლო ხანს გახშირდა განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომის შესაძლო განახლებაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ "შავი ზღვის აკვატორიაში რუსული კატარღების შემოსვლა საფრთხის შემცველია, რადგან შეიძლება ფოთისკენ მიმავალი გემების ბლოკირება მოჰყვეს"... ამ და სხვა აქტუალურ სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.

- რუსეთთან არშემდგარი ზავის პირობებში, როცა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის იმედად ვართ, პოტენციური საფრთხე იმისა, რომ საბრძოლო მოქმედება განახლდეს, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, საომარ მდგომარეობაში ყოფნა საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებლივ დაწყებას არ ნიშნავს. ამის მაგალითია მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა - ბრძოლები ომის გამოცხადებიდან მხოლოდ 9 თვის შემდეგ დაიწყო.

ასე რომ, პოტენციური საფრთხე არსებობს, მაგრამ არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი საბრძოლო მოქმედების განახლებას აპირებს, არ გვაქვს, არც სამხედრო ქვედანაყოფების კონცენტრაცია შეინიშნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შექმნილი ვითარება მართლა სახიფათოა, რადგან საქართველოს არ გააჩნია სამხედრო-საზღვაო ფლოტი, თუმცა აქვს საზღვრის დაცვის სამსახური, ამიტომ დღევანდელ სიტუაციაში აფხაზეთის სანაპირო ზოლში პროვოკაციები მოსალოდნელია.

- ახლახან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თქვა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ისე შეიძლება შეიარაღდეს, რომ რუსეთს თავს დაესხას ან რუსეთი დაიპყროს, მისი ადგილი ხელისუფლებაში კი არა, სამედიცინო დაწესებულებაშიაო. თუმცა, საზოგადოებას კარგად ახსოვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრებისა და დეპუტატების მილიტარისტული განცხადებები არცთუ შორეულ წარსულში: "ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე ჩავყვებით" - გივი თარგამაძე, "შლოპანცებიან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს 3 საათში დავამარცხებთ" - თემურ იაკობაშვილი და ა.შ...

- მაღალჩინოსნების განცხადებები დღესაც არაერთგვაროვანია. გვესმის პრეზიდენტ სააკაშვილის ხმამაღალი განცხადებები ჩვენი არმიის ძლიერებაზე, მეორე მხრივ კი - პაციფისტური განცხადებები სწორედ იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ადრე აგრესიულობით, მყვირალა ფრაზებით გამოირჩეოდნენ. ეს "ჭრელი" განცხადებები ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამიმდევრული პოლიტიკა.

ამ ეტაპზე ჩვენი მაღალჩინოსნების განცხადებები მოზომილი უნდა იყოს, რადგან ომის შემდეგ ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო დაბალია. ნორმალური ხელისუფლების პირობებში ჩვენთვის მთავარი დროის მოგება უნდა ყოფილიყო, ჯარის რეფორმა, ახალი ტექნიკით აღჭურვა. დღეს კი რა ხდება? მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბიუჯეტი რეალურად არ შემცირებულა, ხელისუფლებას ახალი ტექნიკა არ შეუძენია, მიუხედავად ხმამაღალი ფრაზებისა, არც ე.წ. ნატოს კალიბრზე გადასვლა მომხდარა. ქართულ ჯარს, ძირითადად, რუსული იარაღი აქვს. რაც შეეხება უკრაინას, მან ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, იარაღი ვეღარ მოგვაწოდოს, თუ ტანკის "დე-72"-ის ასაწყობ დეტალებს რუსეთის ქარხნებიდან ვეღარ მიიღებს.

- დღეს ლაპარაკია ქართულ ჯარში მიმდინარე საკადრო წმენდაზე... რა იგეგმება არმიაში?

- ჩვენ არ ვიცით, რა იგეგმება შეიარაღებულ ძალებში. არმიას მართავს ელიტა - სამოქალაქო პირი - ბაჩო ახალაია და რამდენიმე სამხედრო, რომლებიც ატარებენ ე.წ. ტესტირებებს. შედეგად რამდენიმე ათეული პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. ნებისმიერი ხელისუფლება, როცა შეიარაღებულ ძალებში ასეთი რამ ხდება ბრძანებისა და ნორმატიული აქტის გარეშე, ამ პირებს, სულ ცოტა, ციხეში უშვებს არმიის ბრძოლისუნარიანობისთვის მიყენებული ზიანის გამო.

- რაკი ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს, ნიშნავს, რომ ეს მისი ნებართვით ხდება?

- შეიარაღებულ ძალებში სიტყვიერი განკარგულებით არაფერი ხდება. სიტყვიერი განკარგულებით, შეიძლება ოფიცერმა ჯარისკაცს მაგიდიდან მტვრის გადაწმენდა ან წყლის მოტანა უბრძანოს... სხვა ყველა მოქმედება წერილობით ბრძანებაში უნდა აისახოს, თვითშემოქმედება, მოგეხსენებათ, ჯარში მკაცრად ისჯება.

- რის მიხედვით ჩაატარეს შეიარაღებულ ძალებში ტესტირება?
- როგორც ვიცი, ეს იყო ტესტი ფიზიკურ მომზადებაში, რაც აბსურდია. გერმანიის არმიაში ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ იქ ოფიცრებს იძულებით ტესტირებას არ უტარებენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრს არასოდეს მოუვა აზრად, ახალაიას მსგავსად, ასეთი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატაროს.

- ამ ფონზე რეალურად მიგაჩნიათ მინისტრის პოსტიდან ბაჩო ახალაიას გათავისუფლება?
- დღეს ბაჩო ახალაიას მოხსნა-არმოხსნა "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ საქმედ იქცა. ბოლო ხანს თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლას - დავით სიხარულიძის გარდა, რომელმაც თავის გამოჩენა ვერ მოასწრო - შედეგი არ მოჰყოლია და ამიტომ, საზოგადოებისთვის სულერთია, მინისტრი ახალაია იქნება, კეზერაშვილი თუ ოქრუაშვილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე უცხოელი პარტნიორები ახალაიას დანიშვნას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, თუნდაც მისი წარსული "გამოცდილების" გამო - მათ სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი სჭირდებათ.

- ახლახან პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე მეორედ შესთავაზა პენტაგონსა და თეთრ სახლს ავღანეთში სამხედრო ოპერაციისათვის საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ქცევა, თუმცა დასავლეთი ჯერჯერობით დუმს... დათანხმდება ნატო ამ შეთავაზებას?
- ვფიქრობ, დასავლეთისთვის ეს მარშრუტი ხელსაყრელია. საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განვითარდება, შემოვა ფინანსები, გაჩნდება სამუშაო ადგილები... რაც შეეხება სააკაშვილის ახლანდელ შეთავაზებას, ის აშკარად სპეკულირებს ამ თემით - ის, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჯერ კიდევ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში გაცხადდა.

ჯერ აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ასეთი თხოვნით ჩვენს ხელისუფლებას, შემდეგ კი პარლამენტის თანხმობაა საჭირო. ასე რომ, სააკაშვილს ხშირად ავიწყდება, არც ერთი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი რომ არ არის და ქვეყნის სახელით ასეთი უაპელაციო განცხადებების კეთების უფლება არ აქვს. აშკარაა ისიც, რომ დღეს საქართველო ასეთი ფუნქციის შესასრულებლად მხად არ არის - არც სამხედრო ფლოტი გვყავს, რომელიც სააკაშვილის ბრძანებით დაშალეს და არც - საჰაერო თავდაცვის სისტემა. საინტერესოა, ვის სთავაზობს სააკაშვილი დაუცველ ცასა და ზღვას?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:03 / 11-03-2010  Image დასავლეთ საქართველოს სტიქია უტევს
კოკისპირულმა წვიმებმა დიდძალი ზარალი მიაყენა ცაგერის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებს. ადიდებულმა მდინარეებმა
09:27 / 11-03-2010  Image ციხიდან გათავისუფლებულმა კალაშოვმა თვალი ტარიელ ონიანის ვილას დაადგა
უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტარიელ ონიანსა და შაქრო კალაშოვს შორის დაპირისპირებაში კალაშოვმა გაიმარჯვა
09:34 / 11-03-2010  Image 100 გასროლა მიზანში!
სამხედრო-ანალიტიკურმა ჟურნალმა "არსენალმა" მეასე ნომერი მიითვალა! ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ მისი რედაქტორების - ირაკლი ალადაშვილისა და გიორგი ჟორჟოლიანის სტატიას და წერილს