გიორგი კახიანი - არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მგონი არარელევანტური აჟიოტაჟია შექმნილი

გიორგი კახიანი - არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მგონი არარელევანტური აჟიოტაჟია შექმნილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შესაძლოა სამართლებრივი კონსულტაციების ნაკლებობა იყო. როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას კახიანმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში საკითხი მოგვარდება, ჩაინიშნება არჩევნები და სამომავლოდ რამე პრობლემა არ შეიქმნება.

"არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მგონი არარელევანტური აჟიოტაჟია შექმნილი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. დანარჩენი კანონმდებლობის და სამართლებრივი რეგულაციების საკითხია. ალბათ სამართლებრივი კონსულტაციების ნაკლებობასთან გვქონდა საქმე, როდესაც პრეზიდენტმა პირველად გადაუგზავნა პრემიერს განკარგულება კონტრასიგნაციისთვის. შეიძლება პრეზიდენტის მხრიდან არ იყო გაკეთებული გათვლა, რომ აქტის კონტრასიგნებას ავტომატურად წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლა მოჰყვებოდა. სად გინახავთ, რომ 6 თვით ადრე გადავდიოდით საარჩევნო რეჟიმზე? საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი მოგვარდება. ჩაინიშნება არჩევნები და არ მგონია აქ რამე პრობლემა იყოს მომავალში", - აღნიშნა კახიანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."