დავით ჯალაღანია - სავსებით რეალურია, რომ საქართველომ ამ ზაფხულს მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა

დავით ჯალაღანია - სავსებით რეალურია, რომ საქართველომ ამ ზაფხულს მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა

სავსებით რეალურია, რომ საქართველომ ზაფხულში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“თავიდანვე იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი 2016 წელს მოხდებოდა, იმ პროცედურებიდან გამომდინარე, რომელიც თვითონ ევროკავშირს ახასიათებს და საქართველოს ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად არ შეუძლია. ამ ეტაპზე გრაფიკს ვასრულებთ, მივყვებით და ნამდვილად, დიდი ალბათობით, ევროპელი კოლეგების, ექსპერტების, ოფიციალური პირების შეფასებით, სავსებით რეალურია, რომ საქართველომ სწორედ ამ ზაფხულს მიიღოს ოფიციალურად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებათან", - განაცხადა ჯალაღანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."