ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთში - რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები

 ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთში - რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები

ქართულ-ამერიკულ სწავლება "Noble Partner 2016-ში" მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, M1A2 ტიპის ტანკები "აბრამსები" და ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლები" ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.

ნახეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება საქართველოში შემოსული ამერიკული მძიმე ტექნიკა

"ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება", - განაცხადეს სამინისტროში.

დაათვალიერეთ ამერიკული მძიმე ტექნიკის ფოტოები

მათივე თქმით, წელს "ღირსეული პარტნიორი" ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.

პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს "აბრამსებს" გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."