ვაშაძე - ”ნაცმოძრაობაში” კაბინეტურ მმართველობას აქვს სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე

ვაშაძე - ”ნაცმოძრაობაში” კაბინეტურ მმართველობას აქვს სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე

გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული კაბინეტური სისტემა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“.

VIDEO: რატომ გაემიჯნა "ნაციონალებს" საკუთარი ლიდერი - ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

”დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი. აბსოლუტურად ყველგან არის უპერსპექტივობის და უიმედობის განცდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა მართავს. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და იმედი რეალური შესაძლებლობების განვითრებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლიათ მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას. საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება. მაგალითად, იუსტიციის სახლების სახით. ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებოდნენ ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატიებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა.

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.

ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა, გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."