კვირიკაშვილი ქუმსიშვილის "არჩევანის" ეთერს ეხმაურება: "არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, არ ვიცი, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ"

 კვირიკაშვილი ქუმსიშვილის "არჩევანის" ეთერს ეხმაურება: "არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, არ ვიცი, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს გადაცემა "არჩევანში" საწარმოების შესახებ ინფორმაციის კარგად მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო მთავრობის სხდომიდან

"ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან ხშირად ალბათ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამოდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ", - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გადაცემა "არჩევანის" სტუდიაში იმყოფებოდა და საკმაოდ ცხარე შეკამათება მოუვიდა წამყვან გიორგი გაბუნიასთან. ქუმსიშვილმა აღნიშნა რომ, წინა წლებთან შედარებით მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია, რის შესახებაც მან მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

წაიკითხეთ: "მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."