ლევან ბერძენიშვილი - ვაშაძე მარტო არ არის "ნაცმოძრაობაში", თუ ოდესის ხაზია, შესაძლოა თაქთაქიშვილი, კანდელაკი, მინაშვილი აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში

ლევან ბერძენიშვილი - ვაშაძე მარტო არ არის "ნაცმოძრაობაში", თუ ოდესის ხაზია, შესაძლოა თაქთაქიშვილი, კანდელაკი, მინაშვილი აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების მიერ პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს, როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" ის წარმომადგენელია, რომლსაც საქმე აქვს გაკეთებული და მისი საქმე ამჟამადაც ცოცხალია.

"ამ დაპირისპირების შესახებ ადრეც იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. ახლა, რომ გითხრათ, რომ ღამე არ მძინავს მაგის გამო, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დაპირისპირება არსებობს და თავისთავად საინტერესოა. ბატონი ვაშაძე არის ერთ-ერთი, შეიძლება ერთადერთიც კი იმ წრიდან, რომელსაც საქმე აქვს გაკეთებული და ეს საქმე დღესაც ცოცხალია, ამიტომ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ სად წავა და რას გააკეთებს ის.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, იგი მარტო არ არის "ნაცმოძრაობაში", თუ ოდესის ხაზია, ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, ბატონი გიორგი კანდელაკი, შესაძლოა აკაკი მინაშვილი, შეიძლება ვინმე სხვაც აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."