გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე

გიორგი ვაშაძის შემდეგ "ნაციონალებს" კობა ნაყოფია დატოვებს?! - რას ამბობს დეპუტატი გავრცელებულ ხმებზე

გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ხმები მის მიერ პარტის დატოვების შესახებ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა მან ეს ოფიციალურად დღეს დაადასტურა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და "პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა, რომელსაც მართავენ გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე". მისივე თქმით, ამ ადამიანებთან არა პერსონალური, არამედ იდეური კონფლიქტი აქვს, ვინაიდან აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ხედავენ პროცესს, რის გამოც პარტია დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

ვინ იქნებიან ვაშაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი შესაძლოა კიდევ ერთი "ნაციონალი" კობა ნაყოფია აღმოჩნდეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ნაყოფიამ ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და ისინი რამდენიმე დღის წინ სასაუბროდაც შეხვდნენ ერთმანეთს. 2 დღის წინ, საღამოს საათებში ნაყოფია და ვაშაძე "ლა ტრუფეში" შენიშნეს, სადაც კოლეგებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს.

გახდება თუ არა კობა ნაყოფია გიორგი ვაშაძის ახალი მოძრაობის წევრი და დამფინანსებელი? - ამ საკითხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE კობა ნაყოფიას დაუკავშირდა:

- ბატონო კობა, ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ვაშაძესთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობას" თქვენც ტოვებთ და მისი მოძრაობის დამფინანსებელი იქნებით, თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- არა, არ ვადასტურებ არანაირად. საიდან მოიტანეთ? სისულელეა. პირველად თქვენგან გავიგე.

- თავად, ვაშაძის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- მისი გადაწყვეტილებაა, მე როგორ შეგიფასოთ?!

თამარ ბოჭორიშვილი, ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."