ზურაბ ტყემალაძე - გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან

ზურაბ ტყემალაძე - გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან

გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან, - ასე გამოეხმაურა მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ""ნაციონალური მოძრაობის"" დატოვებასთან დაკავშირებით.

"ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პარტია. ხანდახან ხდება ხოლმე, გემი რომ იძირება, ვიღაცეები მიდიან. ახლა იმედი აქვს, რომ დამოუკიდებლად შექმნის პოლიტიკურ პარტიას. მე შემიძლია წარმატება ვუსურვო", - აღნიშნა ტყემალაძემ.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ""ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილის "მავნებლური მმართველობის მოკავშირეა", ტყემალაძემ აღნიშნა, რომ "მეტი არაფერი აღარ დარჩა უმცირესობის წარმომადგენლებს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილზე რამე ცუდი, არასწორი ილაპარაკონ. "ხალხი არის ძალიან ბრძენი, ხალხს ვერავინ ვერაფერში შეაცდენს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გააკეთა. მისი განმარტებით,"ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."