გიორგი ვოლსკი - ზოგიერთი პარტია დაფინანსების თემაზე აგრესიულ შეტევაზეა გადმოსული

გიორგი ვოლსკი - ზოგიერთი პარტია დაფინანსების თემაზე აგრესიულ შეტევაზეა გადმოსული

ზოგიერთი პარტია, რომელსაც აქვს საზოგადოების დაბალი მხარდაჭერა, დაფინანსების თემაზე აგრესიულ შეტევაზეა გადმოსული, - ამის შესახებ "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას ფრაქცია" ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხს, საზოგადოების მიერ მათ მიმართ გამოხატული მხარდაჭერის ოდენობა განსაზღვრავს.

"პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება ეძლევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ან ჩემი ბიუჯეტი. ეს არის საზოგადოების გადაწყვეტილება, შეთანხმებული თემა, რომ გარკვეული პროცენტი, თუკი მხარს გიჭერს, ესეიგი უნდა, რომ შენ იყო პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდე, იმარჯვებდე, გქონდეს წარმატება და, შესაბამისად, გარკვეულ თანხას გაძლევს ბიუჯეტიდან. საზოგადოების მხარდაჭერის მოცულობა განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. ეს რა საკვირველია არის სამართლიანი, მაგრამ მეორე მხრივ ზოგიერთი პარტია, რომელსაც აქვს საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა, დაფინანსების თემაზე საკმაოდ აგრესიულ შეტევაზეა გადმოსული",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არსებობს სერიოზული პრობლემები პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის კუთხით. გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მმართველობის პერიოდში გარკვეული გავლენა მოეხდინა კვლევით ინსტიტუტებზე.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც ამ კვლევებს ჩაატარებს. NDI-ის და IღI-ის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია უკვე ათეული წელია სარგებლობენ ერთი და იგივე ქართული ორგანიზაციის ხელშეწყობით. მე თეორიულადაც არ ვუშვებ ფაქტს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტოტალური ზეწოლა იყო მედიაზე და ნებისმიერ კვლევით სტრუქტურაზე, "ნაციონალურ მოძრაობას" ხელიდან გაეშვა ეს შესაძლებლობა. გარდა ამისა ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წელს "ქართულ ოცნებას" 11 თუ 12 პროცენტი ჰქონდა რეიტინგი ამ კვლევების მიხედვით",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."