ვლადიმერ პუტინი საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გამარჯვების დღეს ცალ-ცალკე ულოცავს

ვლადიმერ პუტინი საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გამარჯვების დღეს ცალ-ცალკე ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მილოცვა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალკე გამოყოფილია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეები".

კრემლის ინფორმაციის თანახმად, მისალოც გზავნილებში რუსეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვების დღე წმინდა დღესასწაულია, რომელიც მუდმივად დარჩება გმირობისა და ხალხთა ერთიანობის სიმბოლოდ, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა.

პუტინის განცხადებით, დაუშვებელია საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება. ის ყველა ვეტერანს გულითად მადლობას უხდის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."