"დეპუტატების ნაწილი ჯიბით დაატარებს კონიაკს და სხდომის დაწყების წინ 100-100 გრამს ჩაარტყამენ ხოლმე"

"დეპუტატების ნაწილი ჯიბით დაატარებს კონიაკს და სხდომის დაწყების წინ 100-100 გრამს ჩაარტყამენ ხოლმე"

"დეპუტატების ნაწილი ჯიბით დაატარებს კონიაკს და სხდომის დაწყების წინ 100-100 გრამს ჩაარტყამენ ხოლმე" - "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ამ სკანდალურ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტის წევრი გიორგი ჩიტაური.

ჩიტაურის განმარტებით, პარლამენტში მსხდომი დეპუტატები რეალურად არაფერს აკეთებენ და "მარტო სუფრაზე არიან მამაცები": "რუსეთს დიდი ხანია თვალი უჭირავს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებზე. ნაწილი ომით წაიღო, ნაწილსაც ამ ხელისუფლების წყალობით დაეპატრონება. ამათი უგუნური ენერგოპოლიტიკა და ჰესებით გატაცება საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს დაცლის. დაცლილი რეგიონების დაპატრონება კი იოლია. "ქართული ოცნება" უკვე შეუდგა ამ გეგმის განხორციელებას. ესენი თუ არ წავიდნენ, ყაზბეგი, სვანეთი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, შესაძლოა, მეზობელი სახელმწიფოების მფლობელობაში გადავიდეს.

ამის რეალური საფრთხეები არსებობს, მაგრამ არც ერთი რაიონის მაჟორიტარი პარლამენტში არ გამოსულა. რამე რომ მოხდეს, როგორ გგონიათ, რომელიმე მათგანი ხმას ამოიღებს ქვეყნის დასაცავად?! ეგენი მარტო სუფრაზე არიან მამაცები, როცა თვრებიან, თავი 301 და 302 არაგველად წარმოუდგენიათ. ომს და ბრძოლას ვინ ჩივის, როცა სიტყვით გამოსვლასაც ვერ ახერხებენ, თუ გასამხნევებლად არ დალიეს.

- რას გულისხმობთ?

- ეს განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება გაიგოთ. დეპუტატების ნაწილი ჯიბით დაატარებს კონიაკს და სხდომის დაწყების წინ 100-100 გრამს ჩაარტყამენ ხოლმე. ზოგს 100 გრამიც არ ჰყოფნის და მეტის დალევა უწევთ. მოკლედ რომ გითხრათ, თვრებიან, რომ სიტყვით გამოსვლა გაბედონ. მათ ვინაობას ჯერ არ დავასახელებ. პარლამენტში ერთხელ ვისაც გაუვლია, ყველამ იცის მათ შესახებ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთ "ახალი თაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."