ვალუტის კურსი
04/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
სად ყიდულობთ არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
19:24 / 05-02-2010
ჯეიმს სტეინბერგი საქართველოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს
Ambebi.Geამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი საქართველოში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს. მისივე თქმით, დღეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა.

“დღეს გამართული შეხვედრებისას განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ამერიკის შეერთებულმა  შტატებმა შეასრულა დაპირება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტისას ითქვა  - საქართველომ მიიღო ფინანსური დახმარება”,-აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეკითხვაზე,  მიიღებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს  გამოყენების შესახებ, სტეინბერგმა უპასუხა, რომ ეს წინადადება ამერიკის შეერთებული  შტატების ადმინისტრაციის წევრებმა პენტაგონთან ერთად უნდა განიხილონ და საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებს.

“ვისაუბრეთ საერთო უსაფრთხოების საკითხებზე. უსაფრთხოება კავკასიაში მნიშვნელოვანია. შევეხეთ უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხს რეგიონში. საჭიროა, იყოს მეტი გამჭვირვალობა და შემცირდეს დაძაბულობა”, -აღნიშნა სტეინბერგმა.

ჯეიმს სტეინბერგი  საქართველოდან გამგზავრებამდე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც სტეინბერგმა განაცხადა, აშშ-ს მიერ ფინანსური დახმარების კუთხით აღებული ვალდებულება შესრულებულია. შტატები მხარს უჭერეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავღანეთის საკითხში დახმარებასა და პარტნიორობას.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის და აღნიშნა, რომ ეს დევნილებისთვის დიდი დახმარება იქნება.

სააკაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პარიზში  გაკეთებულ განცხადებასაც, სადაც კლინტონმა ისაუბრა ახალი გავლენის სფეროების და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.


"ინტერპრესნიუსი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
10:57 / 03-09-2010  Image ტაჯიკეთში აფეთქება მოხდა
დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა
14:03 / 03-09-2010  Image NASA მზეზე ექსპედიციას გეგმავს
NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება
10:27 / 03-09-2010  Image ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს
იტალიის მასმედიის წარმომადგენლებმა ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელეს