ვალუტის კურსი
04/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
სად ყიდულობთ არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
12:22 / 06-02-2010
"ფულით მოსყიდვა" და "იდეოლოგიური თანხვედრა"
Ambebi.Geპოლიტიკური პარტიების დატოვების ტენდენცია საქართველოში სულ უფრო ძლიერდება. უცნაური კი ის არის, რომ სხვადასხვა პარტიიდან წასული ხალხი რატოღაც ნოღაიდელის პრატიაში წევრიანდება. ამ ფაქტს ნოღაიდელის თანამოაზრენი იდეოლოგიურ თანხვედრას უკავშირებენ. ოპოზიცია კი ამ იდეოლოგიას "ფულით მოსყიდვას" უწოდებს.

"პოლიტიკურ-იდეოლოგიური თანხვედრა" თუ "ფულით მოსყიდვა" კი ბოლო დროს განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მძლავრობს. ყოველ შემთხვევაში, ორიოდე კვირის წინ ნოღაიდელთან "რესპუბლიკური" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები გადავიდნენ. ახლა კი ნოღაიდელის თანაგუნდელი "ახლების" საჩხერის ორგანიზაციის რამდენიმე წევრი გახდა.

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპრემიერის პარტიაში "ახალი მემარჯვენეების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი კობა მოდებაძე და რაიონული ორგანიზაციის ბიურო, რვა კაცის შემადგენლობით, გაწევრიანდნენ.

გადაწყვეტილების შესახებ მოდებაძემ უკვე ოფიციალურად აცნობა ყოფილ ხელმძღვანელობას. მისი განმარტებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი და მისი გუნდი ატარებს.
"ჩვენ ვუერთდებით რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა," - განაცხადა მოდებაძემ.

"ახალები" კი მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები ნოღაიდელთან ფინანსური დაინტერესების გამო გაწევრიანდნენ და მწუხარებას გამოთქვამენ, რომ "ნოღაიდელი პოლიტიკაში დამკვიდრებას ადამიანების მოსყიდვით და გადაბირებით ცდილობს."

ამ ფაქტთან დაკავშირებით "ახლებმა" საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელეს.
"ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია "ახალი მემარჯვენეების" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კობა მოდებაძის მათ პარტიაში გადასვლის შესახებ, რის საბაბადაც ნოღაიდელის პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა დასახელდა. ძალიან სამწუხაროა, რომ კობა მოდებაძისთვის პოლიტიკურ კურსზე და ქვეყნის ერთგულებაზე უფრო მიმზიდველი ნოღაიდელის კორუფციული ფული აღმოჩნდა. ვწუხვართ, რომ ნოღაიდელი პოლიტიკაში დამკვიდრებას ადამიანების მოსყიდვით და გადაბირებით ცდილობს," - ნათქვამია "ახლების" განცხადებაში.

ნოღაიდელის პარტიაში კი ამ არგუმენტს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფინანსური ინტერესების გამო მათთან არავინ მიდის.
"ეს პროცესი, სამწუხაროდ, გააღვივა და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება სწორედ ამ პარტიების პოზიციის გამო. მთელი ქვეყანა ხვდება, თუ ოპოზიციონერების კრიტიკა საით არის მიმართული, რათა ქულები დაიწერონ.

"ახლების" თუ "რესპუბლიკელების" პოზიცია არის სრულიად გაუმართლებელი, როდესაც ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიციის კრიტიკით არიან დაკავებულნი და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციამ ერთიანობის შანსი ერთხელ უკვე სწორედ მათი პოზიციის გამო გაუშვა ხელიდან. ამას ხვდება მთელი საქართველო და თავად ამ პარტიის წევრებიც და ამიტომ მოდიან ჩვენთან.

"რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, თუ ბერძენიშვილები და უსუფაშვილები თვლიან, რომ მათი წევრები შეიძლება ფულზე გაიყიდონ და პარტიაში მხოლოდ თვითონ დარჩნენ, ესეც მათი პრობლემაა, მაგრამ ეს არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგნელი მეთოდები და ჩვენ ამ მეთოდებით არავის არ ვებრძვით," - აცხადებს პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ლადო ბოჟაძე.


რუსუდან მაჩაიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
10:57 / 03-09-2010  Image ტაჯიკეთში აფეთქება მოხდა
დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა
14:03 / 03-09-2010  Image NASA მზეზე ექსპედიციას გეგმავს
NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება
10:27 / 03-09-2010  Image ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს
იტალიის მასმედიის წარმომადგენლებმა ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელეს