მანანა კობახიძე ჟურნალისტებს - თუ სვამთ კითხვას: ნატო თუ რუსეთი, გეტყვით რომ ნატო, თუ სვამთ კითხვას: ბერძენიშვილი თუ მეჭიაური - მეჭიაური

მანანა კობახიძე ჟურნალისტებს - თუ სვამთ კითხვას: ნატო თუ რუსეთი, გეტყვით რომ ნატო, თუ სვამთ კითხვას: ბერძენიშვილი თუ მეჭიაური - მეჭიაური

თუ კითხვას სვამთ - ნატო თუ რუსეთი, გეტყვით რომ ნატო; თუ კითხვას სვამთ - ევროკავშირი თუ ”ესენგე”, გეტყვით რომ ევროკავშირი, თუ კითხვას სვამთ - ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, გეტყვით, რომ მეჭიაური, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის ”ქართული ოცნებიდან” გარიცხვის თაობაზე ”რესპუბლიკელი” დეპუტატის, დავით ბერძენიშვილის რჩევასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, გარიცხვის საკითხი არ დგას.

”მეჭიაურის პოზიცია არის ერთი ინდივიდუალური დეპუტატის მოსაზრება”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია ”ქართული ოცნება” საკუთარ წევრებთან თავად მოახერხებს გაარკვიოს ურთიერთობები.

”მგონი აქ გარიცხვაზე არ დგას საკითხი. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ პოზიციები არის განსხვავებული, მკვეთრად განსხვავებული და მითუმეტეს ძალიან პრინციპულ და სტრატეგიულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს და პარტიაც ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არის შიდაპარტიული საკითხი, რომელიც გადაწყდება გარეპარტიების ყოველგვარი მოწოდებებისა და მითითებების გარეშე”, - აღნიშნა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."