დავით ნარმანია ოპოზიციაზე - თორემ რას მიზამენ?

დავით ნარმანია ოპოზიციაზე - თორემ რას მიზამენ?

ჩემს იმპიჩმენტს რეალობასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს უმცირესობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დავით ნარმანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება.

„ასეთი მოწოდებები არც პირველი და არც უკანასკნელი არ იქნება, ამას უკვე მიჩვეული ვარ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ნარმანიამ ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც უნდა გადადგეს, ნარმანიამ ასე უპასუხა: „თორემ რას მიზამენ?” ”რანაირ კითხვებს სვამთ, რა პასუხი უნდა გაგცეთ ამაზე“, - მიმართა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია და ამით ქალაქი არ იზარალებს, პირიქით, ქალაქში კიდევ ერთი რეკრეაციული ტერიტორია გაჩნდება.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."