რა ცვლილებებს აანონსებს პრემიერი წინასაარჩევნო პერიოდში

რა ცვლილებებს აანონსებს პრემიერი წინასაარჩევნო პერიოდში

გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ცვლილებები გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

ამის პარალელურად მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები არ იქნება. მისივე განმარტებით, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ”რესპუბლიკელი” მინისტრებიც პოსტებზე რჩებიან.

”გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ცვლილებები გამორიცხული არ არის, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, რომ მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი და მას სრული უფლება აქვს, მინისტრებს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე მიუთითოს. ამ საკითხზე ატეხილი აბსოლუტურად უაზრო ალიაქოთი არის უადგილო და ეს უადგილო განცხადებები არის აზრსმოკლებული. არ გამიკვირდებოდა მსგავსი განცხადებები პოლიტიკური ლიდერებისგან ან პოლიტიკური ოპონენტი პარტიებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მსგავსი განცხადებები არის მიუღებელი და უადგილო. პრემიერი სრულიად აკონტროლებს ამ სიტუაციას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."