პაატა ბურჭულაძე - მე ვიყავი გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის გვერდით

პაატა ბურჭულაძე - მე ვიყავი გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის გვერდით

იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, პოლიტიკური ძალის "სახელმწიფო ხალხისათვის" საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური იქნება.

კითხვაზე - სად იყო 9 წელი პაატა ბურჭულაძე, მან აღნიშნა, რომ ის უკვე 25 წელია ყველა იმ ადამიანის გვერდით იყო, ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი.

"მე ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არა იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან კარგი პოლტიკოსი ან პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."