"ქალბატონო ჩიორა, იქნებ ეგ ხელები გააჩეროთ, ნუ აბრახუნებთ" - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

"ქალბატონო ჩიორა, იქნებ ეგ ხელები გააჩეროთ, ნუ აბრახუნებთ" - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე 5-წუთიანი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ იმ დაპირისპირების გამო მიიღო, რომელსაც უმცირესობის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

უფრო კონკრეტულად, მანანა კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის განხილვისას შეკითხვის დასმის უფლება იმ მოტივაციით არ მისცა, რომ კითხვები მეორდებოდა და ინიციატივასთან კავშირში არ იყო. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონი გამოურთო. ამას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი მოჰყვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს.

იხილეთ ვიდეო

"ქალბატონო ჩიორა, იქნებ ეგ ხელები გააჩეროთ, ნუ აბრახუნებთ, გაფრთხილებთ, ნუ აბრახუნებთ... " - მიმართა მანანა კობახიძემ ჩიორა თაქთაქიშვილს. ამის შემდეგ ვიცე-სპიკერმა სხდომაზე 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

"ვაცხადებ 5-წუთიან ტექნიკურ შესვენებას, შეგიძლიათ ყველამ აბრახუნოთ ხელები და გამოუშვათ ენერგია - 5 წუთი ხელების ბრახუნისთვის", - მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."