"მანანა კობახიძე ცუდი ქალი არ არის... მაგრამ თანამდებობას არ შეეფერება" - ლევან ბერძენიშვილი

 "მანანა კობახიძე ცუდი ქალი არ არის... მაგრამ თანამდებობას არ შეეფერება" - ლევან ბერძენიშვილი

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, კობახიძეზე განცხადების გაკეთებისას ზედმეტი მოუვიდა და ეს მხოლოდ პერსონალური აღელვება იყო. "ეს თემა ამოწურულია. მაშინ უბრალოდ ავღელდი და გამაღიზიანა მანანა კობახიძის იმ ფრაზამ, როდესაც თქვა, რომ ჩემსა და მეჭიაურს შორის ირჩევდა მეჭიაურს. ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური აღელვება. ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის თავის ადგილზე არ არის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბერძენიშვილისთვის გაუგებარია, რა დამსახურებისთვის უნდა იყოს მანანა კობახიძე ვიცე სპიკერი.

"ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე და ის ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა? ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანი და თავაზიანია, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს? კითხვები მეც მაქვს. ის თანამდებობას არ შეეფერება. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი? - ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა და თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევდა. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."