"ქართული ოცნების" ყრილობას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან?

"ქართული ოცნების" ყრილობას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან?

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" პარტიის ხვალინდელ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ იმედი აქვთ, რომ ყოფილი პრემიერები ყრილობას დაესწრებიან.

"მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელებს და გვარებს ჯერჯერობით არ დააკონკრეტებენ და ეს არის მათი პრინციპული პოზიცია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."