ბიძინა ივანიშვილი - ერთ კვირაში გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერს აღვწერ

ბიძინა ივანიშვილი - ერთ კვირაში გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერს აღვწერ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ერთი კვირის თავზე" წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, მისი თქმით, ახალ სახეებს არ იცნობს და ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული.

ივანიშვილის მტკიცებით, მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."