ნოდარ ჯავახიშვილი - მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე: ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და იმიტომ გავაკეთე გზა - არა გენაცვალე

ნოდარ ჯავახიშვილი - მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე: ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და იმიტომ გავაკეთე გზა - არა გენაცვალე

ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმა სიის ჩამოყალიბებაში და რატომ შეიძლება ეს შეკითხვა გაჩნდეს, - ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილეობას, ნოდარ ჯავახიშვილმა კითხვითვე უპასუხა: "რატომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ფორმირებაში?"

"რატომ შეიძლება ამას უარყოფითი შეფასება მიეცეს? ყველას მოვუსმენ, თუკი ის მეუბნება, რომ რაღაც შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და თუ ეს აზრიანია, მერე შევეცდები განხორციელებას. ბიძინა ივანიშვილი ვინ არის ვინმეს დაავიწყდა? მისი რჩევა შეიძლება ვინმემ არ გაითვალისწინოს?" - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ასევე გაიხსენა მაგალითი, თუ როგორ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯთან მისასვლელი გზის შეკეთებასთან დაკავშირებით.

"ძალიან კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით. ბატონი ბიძინა მირეკავს დაახლოებით თვენახევრის წინ. ოჯახთან ერთად ყოფილა დავით გარეჯში და მეკითხება - ნოდარ გზა არ ვარგა და გეგმაში ხომ არ გაქვთ გზის შეკეთებაო? ვუპასუხე: არ გვაქვს-მეთქი. მითხრა - კარგი მაშინ არაფერიო. როცა გექნებათ გეგმაში, მაშინ გააკეთეთო. ვუთხარი - რას ჰქვია ბიძინა? იმიტომ კი არა, რომ შენ დამირეკე, ვერ ვასწრებ ყველა გზაზე გავლას და არ ვიცოდი, რომ გზა არ იყო. შენ დამირეკავდი თუ ნებისმიერი გარეჯელი, როგორ შეიძლება ქართველებს გარეჯამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, მე მაგას გავაკეთებთქო ვუთხარი. მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ახლა ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ნოდარ ჯავახიშვილს და იმიტომ გაკეთდა გზა. არა გენაცვალე",- აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."