"ხანდახან ძალიან მტკივა გული" - გიორგი კვირიკაშვილი "რუსთავი 2"-ზე

"ხანდახან ძალიან მტკივა გული" - გიორგი კვირიკაშვილი "რუსთავი 2"-ზე

ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა და ამ გზით რაიმე სახის გამარჯვების მიღწევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა და ამ გზით რაიმე სახის გამარჯვების მიღწევა, რადგან ვფიქრობთ, რომ ადამიანები ქვეყანაში მაინც გრძნობენ განსხვავებას და არსებობს სხვა საშუალებები, გარდა "რუსთავი 2"-ისა, რომ შენს მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდო. ამიტომ მე მგონია, რომ თუ დაუშვათ იქ, რაიმე ცვლილება მოხდება, გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი ექნება სამთავრობო პარტიისთვის, განსაკუთრებით არჩევნებისთვის, რადგან ეს ათას ადამიანს მისცემს საშუალებას სპეკულირება მოხდინოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი გამჭვირვალეა, ღიაა, დასწრება შეიძლება, "რაც სხვათა შორის, ადრე არ იყო".

"საშუალება არის, რომ გაიგონ რა ხდება, მათ შორის, უცხოელებმაც. ჩვენ საკუთარების დავაში ჩარევა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად მოხერხდეს. მართლა ძალიან გულით მინდა, რომ მათ გააგრძელონ, როგორც აკეთებენ. როგორ უნდა გინდოდეს ის, რომ ადამიანი არაობიექტურობას უყურებდე, მაგრამ კიდევ ვამბობ, მიუხედავად იმის, რომ ხანდახან ძალიან მტკივა გული, გაცილებით უფრო დიდი ზიანი იქნება იქედან, თუ მოხდება ამის ცვლილება. მე ეს კარგად მესმის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."