ირაკლი ალასანია - ვპირდები ივანიშვილს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე გადაწყვეტილება იქნება ის, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს

ირაკლი ალასანია - ვპირდები ივანიშვილს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე გადაწყვეტილება იქნება ის, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს

ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიდის, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს რომ მიეღო, არ ველოდოთ, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, პარტია მსჯავრდებულთა დასაცავად როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უმასამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, გარდა ამისა, მე ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და დაანონსებულ აქციებს, ირაკლი ალასანიას თქმით, ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას პარტიის ოფისში გააკეთებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დატოვეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."