მოსამართლე სჭირდება იმის გარკვევას, რა გააფუჭა სააკაშვილმა - პაატა ბურჭულაძე "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ

მოსამართლე სჭირდება იმის გარკვევას, რა გააფუჭა სააკაშვილმა - პაატა ბურჭულაძე "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ

მას შემდეგ, რაც ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

- თქვენი ოპონენტები ხშირად სვამენ კითხვას, თუ ხედავდით, რომ ამგვარი დანაშაულებრივი სისტემა მოქმედებდა წინა ხელისუფლების დროსაც, რაც ახლაც განაცხადეთ, მაშინ იმ ცხრა წლის განმავლობაში რატომ არ აპროტესტებდით ამ ყველაფერს?

- ამაზე არაერთხელ გავეცი პასუხი. ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც გასაპროტესტებლად მიმაჩნდა. არსებობს ვიდეოფირი, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, შვეიცარიაში საქველმოქმედო კონცერტისას, უცხოეთში ერთ-ერთმა პირველმა გავაპროტესტე მომხდარი. თუ საქართველოში არ ვიყავი და აქ არ ვლაპარაკობდი, საზღვარგარეთ გამოთქმული პროტესტი პროტესტი არ არის?! ვერავინ დაასახელებს შემთხვევას, როდესაც არ ვიყავი ჩემი ქვეყნის გვერდით.

...

- იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში წინა ხელისუფლების კვალი უფრო იკვეთება, ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერების, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, იზიარებთ ამ აზრს?

- რა თქმა უნდა, ვერ დავუკარგავ სააკაშვილს, რაც კარგი გააკეთა, მაგრამ ვერც იმას დავივიწყებთ, რა იყო მისი მმართველობისას ცუდი. მან ააშენა ბევრი რამ, მოსპო კორუფცია და ა.შ. და ამ ყველაფრის აღიარებას მოსამართლე არ სჭირდება. მოსამართლე სჭირდება იმის გარკვევას, რა გააფუჭა. ამისთვის არსებობს სასამართლო, რომელიც ჩვენ დღეს არა გვაქვს. ვინ უნდა გამოუტანოს განაჩენი სააკაშვილს ან ვინმე სხვას? მურუსიძემ? ამას ხომ არავინ დაიჯერებს.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" - პაატა ბურჭულაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."