რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი "დელტას" ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე

რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი "დელტას" ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა თუ მოკვლევის შემდეგ დარღვევები არ გამოვლინდა, ის თანამდებობაზე დაბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შესაბამის თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

ხიდაშელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო. "იმის იგნორირებას არასოდეს ვაკეთებთ, რაც საზოგადოების ინტერესში შედის. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და სამინიტრო ასეთ დროს განზე არასოდეს ყოფილა. რეალურობის საჩვენებლად სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება "დელტას" ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არ თვლის საჭიროდ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების განცხადებებზე კომენტარები გააკეთოს.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებისთვის საჭირო თანხა დროზე არ ჩაერიცხა, თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია და მოთხოვნილი თანხა მას 17 თებერვალს ჩაერიცხა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "დელტამ" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

იხილეთ ვიდეო

"2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნისთვის" - რას აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?

"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"