ვალუტის კურსი
04/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
სად ყიდულობთ არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
08:18 / 09-02-2010
თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას დემოკრატიით შეშინებას უპირებს
Ambebi.Geარავინ იცის, თვითმმართველობის არჩევნებამდე რა მოხდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მასში პოლიტიკური პარტიების ნაწილი პირდაპირ, ნაწილი კი ირიბად მონაწილეობს... პოლიტიკური პარტია "თეთრები", ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად, არჩევნებამდე ოცი დღით ადრე, ეროვნული კრების მოწვევას აპირებს, სადაც ოპოზიციის მიერ დაწერილი კონსტიტუციის ახალ ვერსიას წარადგენენ, რომელიც ხელისუფლებისთვის ერთგვარი გაფრთხილება იქნება. თემურ შაშიაშვილი თავისი ორგანიზაციის გეგმებზე გვესაუბრება.


- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რატომ თქვით?
- ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმ კოლეგებს, ვინც ეს გზა აირჩია, რადგან ეს არის ხალხთან ურთიერთობის საშუალება და კარგია, რომ პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი ამ გზას დაადგა. თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას ბევრი სატელიტი პარტია ჰყავს და მათ ბნელ საქმეებს აკეთებინებს. თუ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხალხთან კავშირი საერთოდ გაწყდება... თუმცა ჩვენთვის არჩევნებში მონაწილეობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა მაშინ არის სასურველი, როცა ისინი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

- მაშ, რა გზას ირჩევთ?

- "ეროვნული კრების" გამართვის ინიციატივით გამოვდივართ, რომელმაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთ მაგიდასთან უნდა გააერთიანოს. ამ კრების ჩატარებას არჩევნებამდე ოცი დღით ადრე ვგეგმავთ და მისი გადაწყვეტილებით საქართველოში კონსტიტუცია "მოქკავშირისა" და "აღორძინების" მემკვიდრე პოლიტიკურმა უმრავლესობამ კი არა, სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ.

ჩვენი კონსტიტუცია არსებულთან შედარებით დემოკრატიული უნდა იყოს და მისი მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

- ეროვნული ყრილობა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ისახავს მიზნად?
- ეროვნული ყრილობა თავისთავად აერთიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს,  ჩანაფიქრი რომ მომგებიანი და მართალია, სწორედ ეს აზანზარებს ამ ხელისუფლებას, რადგან იცის, რომ ჩვენ მიერ მიღებული კონსტიტუცია ბევრად უფრო დემოკრატიული იქნება და მისი წაკითხვისთანავე ხალხი მიხვდება, რა ფაშისტებთან აქვს საქმე... თუ ჩვენს შეთავაზებას არ მიიღებს პოლიტიკური უმრავლესობა და მათ ფრთებს შეფარებული პარტიები, მაშინ ქართველ ხალხს ყველაფრის უფლება აქვს.

- მაინც?
- ყველაფრის, მათ შორის დაუმორჩილებლობისაც, ხალხს შეუძლია, სამუშაო კაბინეტში არ შეუშვას ჩინოვნიკი და ამის უფლებას საზოგადოებას გაეროს კანონმდებლობა აძლევს.

- ქართულ ოპოზიციას კრემლის მიწვევა მოუვიდა და გარკვეული პირები ამაში მონაწილეობასაც აპირებენ. სპეციალისტთა ერთი ნაწილის თქმით, ისინი ფინანსურ და მორალურ კრიზისს განიცდიან, თქვენ რას იტყვით?
- პირადად მე ამ მიწვევას ვიღებ, არ მაგრამ სხვები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი საქმეა... საქართველოში მუდმივად იქნებიან პროდასავლური და პრორუსული ძალები, მალე შემოვლენ და შესაძლოა, დღესაც იყვნენ პროირანული და პროთურქული ძალები. სამწუხაროდ, ამას საქართველოს საზოგადოება უნდა შეეგუოს. მათ დაუნდობელი ბრძოლა რომც გამოვუცხადოთ, ისინი მაინც იქნებიან, უბრალოდ, ხალხმა უნდა დაინახოს, ვინ ვინ არის...

- ბატონო თემურ, თავის დროზე თქვენც პროამერიკულ კადრად მიგიჩნევდნენ...

- დიახ, ვიცი. მაშინ, როცა ქუთაისის მერი ვიყავი, სააკაშვილი, ჟვანია, ელდარ შენგელაია და სხვები ამ ქალაქს "შაშინგტონს" ეძახდნენ. რომ მეთქვა, კი ბატონო, ამერიკის კაცი ვარ-მეთქი, კარგი ბიჭი ვიქნებოდი, მაგრამ არავის ფეხებში ჩავარდნის სურვილი არ მქონდა და არც ახლა მაქვს. რუსეთისთვის მომგებიანია, ჩვენს ქვეყანას ასეთი არანორმალური ლიდერი რომ ჰყავს, ამით ამერიკასთან ვაჭრობის "სტავკას" მაღლა სწევს...

აბა, ნორმალურია კაცი, რომელიც თავის ქვეყანაში ოპოზიციას "ჩმორებს" უწოდებს?! ისე უქნია, თავში ქვა უხლია, ეს მე არ მეხება, მაგრამ პრეზიდენტმა ეს სიტყვა არც უნდა ახსენო. სწორედ მან "დააჩმორა" ეს ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როცა გორში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა და მიწაზე ფორთხავდა. ქვეყნის "დაჩმორებაა" ის, რომ დღეს ქვეყანას თავისუფლების ინსტიტუტი მართავს.

- ამის მიუხედავად, სუსტი და არამყარი ოპოზიციის ფონზე, ხელისუფლება მაინც ძლიერი ჩანს. რით ახსნით ამას?

- არ არის ასე, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ძლიერია და ოპოზიცია სუსტი - ან ორივე ძლიერია, ან ორივე სუსტი.  ოპოზიციის სისუსტე ისაა, რომ ხელისუფლებას ტაშს უკრავს იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობას უნდა აკისრებდეს... უცხოეთის ქვეყნებიდან ხელისუფლება მილიარდობით ვალს სახელმწიფო გარანტიით იღებს, მაშინ, როცა არაბული ფულის ამერიკასაც კი ეშინია, ჩვენთან 7 მილიარდამდე შემოიტანეს, ოპოზიცია კი ამაზე კრინტს არ ძრავს.

ამ დროისთვის 20 მილიარდამდე საგარეო ვალი გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ამაზე იყოს კონცენტრირებული, სხვა რაღაცებზე ტეხენ ხმაურს... ამას წინათ პრეზიდენტმა თქვა, აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება მე გავეციო. აფრიკაშიც კი, სადაც კანიბალი პრეზიდენტები ჰყავთ, ასეთ სიტყვებს არავის აპატიებენ...

- თქვენი აზრით, რატომ ეპატიება ეს ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებას?

- საქმე ის არის, რომ ამ ქვეყნის განადგურების გეგმა იყო შედგენილი, შევარდნაძის დროს დააუძლურეს ხალხი, დენს, ხელფასებსა და პენსიას მიზანმიმართულად არ აძლევდნენ, არადა, სანამ ფინანსთა მინისტრად "მოქკავშირის" წევრი არ დაინიშნა, ეს პრობლემა არ არსებობდა, მისი მოსვლიდან დაიწყო ეკონომიკის ნგრევა. ის, რაც რუსულ ფულს გადაურჩა, მიწის ქვეშ და მიწის ზევით, რუსეთს მიჰყიდეს, გუდაური, "ვარციხეჰესი", ფეროშენადნობთა ქარხანა და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი ობიექტი კი უკრაინულ ბანკს მისცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბანკს ტიმოშენკო უწევს რეკომენდაციას...

- ოპოზიციის შეცდომებზეც გკითხეთ...
- გიპასუხეთ, ხელისუფლებაც სუსტია-მეთქი, მას მოწინააღმდეგის დემოკრატიულობა აშინებს და ჩვენს დანაწევრებაზე მუშაობს. ისღა დარჩენია, "კაგებეს" 20-იანი წლების პრინციპებით იმუშაოს. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს გადაჰკიდეს, რაც ხელისუფლების სიძლიერეზე კი არა, მის მზაკვრობაზე მიანიშნებს. ქუჩაში ბიჭები რომ მხვდებიან, უკვე ვხვდები, "ჩამშვები" რომელია და ასეთი ბევრია. ასეთი საქართველო გვინდა?! თქვენი არ ვიცი და მე არ მინდა "კაგებეშნიკებისა" და ფაშისტების ქვეყანაში ცხოვრება.


ლალი პაპასკირი      
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
10:57 / 03-09-2010  Image ტაჯიკეთში აფეთქება მოხდა
დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა
14:03 / 03-09-2010  Image NASA მზეზე ექსპედიციას გეგმავს
NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება
10:27 / 03-09-2010  Image ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს
იტალიის მასმედიის წარმომადგენლებმა ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელეს