ანნა ფოტიგა - საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს

ანნა ფოტიგა - საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანნა ფოტიგამ განუცხადა.

ევროპარლამენტარის მოსაზრებით, საქართველო ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელია.

„ჩვენ ევროპარლამენტში ოთხ უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ყველანი ერთ აზრზე ვთანხმდებით, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. ვფიქრობთ, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართული ჯარის მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც მას ნატოს და ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადს ხდის. საინტერესო შეხვედრა გვქონდა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. ასევე, ჩვენ თავად ვნახეთ ის პრობლემები, რომელიც საზღვრისპირა სოფლებშია. ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად აღმართული ბარიერები“, - განაცხადა ანნა ფოტიგამ, რომელმაც საქართველოში ვიზიტი და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან გამართეს. ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ოფიციალურად დღეს დასრულდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."