ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე იმსჯელებს

დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე იმსჯელებს. ოფიციალური ინფორმაციით, განხილვა იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტში გაიმართება.

"საბჭოში მოხდება აზრთა გაცვლა სავიზო პოლიტიკის საკითხზე, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ჭრილში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის დასკვნით, საქართველომაც და უკრაინამაც შეასრულეს ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციის მისაღებად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."