პარტია ”ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

პარტია ”ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

პარტია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ამჯერად პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან, პარტიის ოფისში მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, როგორც ჟურნალისტებს მისი დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა განუცხადა, "ბევრი საკითხი განიხილეს, რაც ქვეყნისთვის აქტუალურია, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული თემები".

როგორც ჭკუასელმა აღნიშნა, შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებზეც ისაუბრეს.

"ძალიან მალე ახალ განცხადებას მოისმენთ დავით კოღუაშვილისგან. ძალიან მალე დაიწყება პოლიტსაბჭოს სხდომა", - განაცხადა ჭკუასელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."