კალაძე "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აჰყვნენ მათ

 კალაძე "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აჰყვნენ მათ

"ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ჩვენს მხარდამჭერებს მივმარავთ, არ აჰყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. "სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.

ჩვენ, "ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში. საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, როგორც 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული ყველა არჩევნები", - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ: გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."