კახა კალაძე კორცხელში მომხდარ ჩხუბზე - ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი და პარტიის წევრი

კახა კალაძე კორცხელში მომხდარ ჩხუბზე - ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი და პარტიის წევრი

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მყოფი ადამიანები, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.

კალაძე დარწუნებულია, რომ შესაბამისი სამსახურები, ამ ფაქტზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ და ყველა ადამიანი დაისჯება, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა.

”ყველა იქ მყოფი ადამიანი იყო ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი და პარტიის წევრი. რაც შეეხება ხელკეტებს, ეს ”ნაციონალური მოძრაობის” საკუთრება იყო და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არჩევნები დღეს არამარტო ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ჩატარდა და სხვა რაიონებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, გარდა კორცხელისა.

”დღესაც დადასტურდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ბატონი ბოკერიას კუთვნილი პარტიაა. პირველი ათეული, რომელიც მათ მიერ იქნა დასახელებული ცხადყოფს, რომ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები პირი გიგა ბოკერია გახლავთ. ასევე ვაშაძის წასვლა მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი პარტიაში შემცირებულია. დღეს არჩევნები არამარტო ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში გვქონდა, თუმცა, სხვა რაიონებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ერთადერთი სოფელი იყო კორცხელი, სადაც იმყოფებოდა ბოკერია და მოხდა ეს დაპირისპირება”, - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."