"ქართული ოცნება" "ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ" "ზონდერებს" ასახელებს

"ქართული ოცნება" "ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ" "ზონდერებს" ასახელებს

"ქართული ოცნება" "ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ" "ზონდერებს" ასახელებს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ პირთა ფოტოები წარუდგინა, რომლებიც მისი თქმით, კორცხელში მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.

"სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. გიგა ბოკერიას ზონდერჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ჟურნალისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, გიგა ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი; ვლადიმერ სხულუხია, "თავისუფალი ზონის" წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა; თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი; ანრი ბიჭინოვი; ილია მარტყოფლიშვილი; ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუთიძე", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, მდინარაძის თქმით, ისინი "ქართული ოცნების" პარტიის წევრები არიან და იქ სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."