წინასწარი შედეგების მიხედვით, წყალტუბოში ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს

წინასწარი შედეგების მიხედვით, წყალტუბოში ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ”ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს.

სოფელ წყალტუბოს ოთხივე უბანზე ხმები უკვე დათვლია, რომლის მიხედვით მიხედვით, N51 უბანზე ”ქართული ოცნების” კანდიდატმა მურად ზაქარიაძემ 322 ხმა მოიპოვა. ”ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბუხუტი ფირცხალავამ - 121 ხმა, ხოლო ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ივანე როყვამ 10 ხმა მიიღო.

N49 უბანზე ”ქართული ოცნების” კანდიდატმა მურადი ზაქარიაძემ 395 ხმა მოიპოვა. ”ნაცინალური მოძრაობის” კანდიდტმა ბუხუტი ფირცხალავამ - 192, ხოლო ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ივანე როყვამ მხოლოდ 35 ადამიანის მხარდაჭერა მიიღო.

რაც შეეხება N52-ე უბანს, აქაც დიდი უპირატესობით ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი მურად ზაქარიაძე ლიდერობს. მან 243 ამომრჩევლის ხმა მიიღო. მისმა ოპონენტმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბუხუტი ფირცხალავამ 59 ხმა, ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა ივანე როყვამ 15 ხმა მოიპოვა.

წყალტუბოს N50 უბანზე ”ქართული ოცნების” კანდიდატმა მურადი ზაქარიაძემ 285 ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა. ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბუხუტი ფირცხლავამ 226 ხმა, ხოლო ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ივანე როყვამ მხოლოდ 33 ხმის მოპოვება შეძლო.

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ჩატარდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."